18 ივნისი 2026,   11:50
ვრცლად
ტრამპი გეგმავს პაკისტანში ვიზიტს, თუკი აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ, ის პაკისტანში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით ვიზიტს განიხილავს.

"დიახ, პაკისტანში წავიდოდი," - განუცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

"თუ შეთანხმებას ისლამაბადში მოაწერენ ხელს, შესაძლოა, წავიდე. მათ ჩემი წასვლა სურთ,"- აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეაქო პაკისტანელები, რომლებიც ომის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლების როლს ასრულებენ და თქვა, რომ ისინი "შესანიშნავები არიან".

დღის ამბები