04 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
ბოლნისში, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი მიმდინარეობს

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი მიმდინარეობს.

ტურნირს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თემურ გიგნაძესთან ერთად დაესწრო.

ზამურ ჭითანავამ და ფედერაციის პრეზიდენტმა ნინი მამარდაშვილის ოჯახს გარდაცვლილი სპორტსმენის სახელობის თასი, მედალი და სიგელი გადასცეს.

ორდღიან ტურნირში საქართველოს მასშტაბით მოქმედი კარატის კლუბები მონაწილეობენ. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

დღის ამბები