18 ივნისი 2026,   17:09
ვრცლად
ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი კუბის პორტში შევიდა

ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი კუბის პორტში შევიდა, ეს არის პირველი ტანკერი ბოლო სამი თვის განმავლობაში, რომელიც კუბაში ჩავიდა, ხომალდმა კუბაში 730 000 ბარელი ნავთობი ჩაიტანა

ექსპერტების თქმით, ტვირთის მიწოდებით დაახლოებით 180 000 ბარელი დიზელის წარმოებაა შესაძლებელი, რაც საკმარისია კუბის მოთხოვნილების ცხრა ან 10 დღის განმავლობაში დასაკმაყოფილებლად.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ენერგეტიკული ბლოკადის მიუხედავად ტვირთის გადაზიდვის გაგრძელების ნებართვა მისცა.

ნავთობის დეფიციტმა კუბაში ეკონომიკური კრიზისი გაამწვავა. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, შექმნილია საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია. 

ნავთობის უმეტეს ნაწილს კუბა, ვენესუელიდან იღებდა, თუმცა ეს გადაზიდვები შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას თავს დაესხა და მისი ლიდერი, ნიკოლას მადურო იანვრის დასაწყისში დააკავა.



დღის ამბები