18 ივნისი 2026,   18:37
ვრცლად
აშშ-ში გამოძიებას ითხოვენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინის მთავრობას 2024 წელს ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით უნდა დაეფინანსებინა

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობას, სუფთა ენერგიის განვითარებისთვის განკუთვნილი თანხები, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიისთვის უნდა გამოეყენებინათ, ამერიკელი კანონმდებლები ეხმაურებიან.

როგორც სენატორი რენდ პოლი სოციალურ ქსელში წერს, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ აშშ-ს უკრაინაში მილიარდები არასდროს არ უნდა გაგვეგზავნა.

"ახალი დოკუმენტები აჩვენებს, რომ უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, სუფთა ენერგიის განვითარებისთვის განკუთვნილი ასობით მილიონი აშშ დოლარის ბაიდენის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გადამისამართების საკითხი განიხილეს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოძიება ჩაატარა. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა გაგვეგზავნა მილიარდები უკრაინაში", - წერს სენატორი რენდ პოლი.

კონგრესმენი ტიმ ბერშეტი წერს, რომ ეს საქმე საჯარო ადმინისტრირების ეფექტურობის გაუმჯობესების დეპარტამენტის გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

"გადასახადის გადამხდელების ფულის ქურდობა, რომელიც უკრაინაში იყო გაგზავნილი და მათი გადმოგზავნა დემოკრატების საარჩევნო კამპანიაში დასახარჯად მოხდა? როგორც ჩანსც ეს საჯარო ადმინისტრირების ეფექტურობის გაუმჯობესების დეპარტამენტის (DOGE) საქმეა", - წერს კონგრესმენი ტიმ ბერშეტი.

დღის ამბები