01 აგვისტო 2026,   22:20
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე არცერთ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე, 6 თვის წინ, 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები