01 აგვისტო 2026,   22:55
ვრცლად
დაპირისპირება FIFA-სა და UEFA -ს შორის - მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის იდეა FIFA-მ ოფიციალურად უარყო

მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის იდეა FIFA-მ ოფიციალურად უარყო. სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება FIFA-მ მას შემდეგ მიიღო, რაც საფეხბურთო ევროპული ორგანიზაციების მხრიდან ახალ ინიციატივას მოყვა. UEFA კერძო ინვესტორის შემოყვანის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელმაც ბოიკოტირებისთვის მზადყოფნაც კი გამოთქვა.

FIFA და UEFA -ს შორის განხეთქილების დასრულება ფიფას პრეზიდენტი თავად შეეცადა და განცხადებით გამოვიდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში UEFA, FIFA-ს გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აცხადებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი კომერციული აქტივი კი არა, ფეხბურთის ისტორიული მემკვიდრეობაა და მისი კერძო კაპიტალისთვის გადაცემა დაუშვებელი იყო. ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა FIFA-ს პრეზიდენტი მთავარი მრჩეველი კორდეირო, რომელიც თანამდებობიდან გადადგა.

დაპირისპირება მხოლოდ ამ საკითხს არ ეხებოდა. ბოლო წლებში UEFA და FIFA არაერთხელ აღმოჩნდნენ სხვადასხვა პოზიციაზე საერთაშორისო კალენდრის, მოთამაშეთა დატვირთვისა და საკლუბო ტურნირების გაფართოების გამო. FIFA-მ 2025 წლიდან 32-გუნდიანი გაფართოებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი შექმნა, რასაც UEFA და ევროპის წამყვანი ლიგები კრიტიკულად შეხვდნენ. მათი შეფასებით, ახალი ტურნირი ისედაც გადატვირთულ კალენდარს კიდევ უფრო ამძიმებს და ფეხბურთელების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ევროპული ლიგები უკვე სასამართლოშიც დაობენ FIFA-სთან საერთაშორისო კალენდრის გამო.

მსოფლიო ფეხბურთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა დროებით შეჩერდა. სავარაუდოდ ჯანი ინფანტინომ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და ამ ეტაპზე თავის მიზნებზე უარი განაცხადა.

დღის ამბები