08 აგვისტო 2026,   06:59
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება - ზღვა ხალხი პატრიარქთან გამომშვიდობებას ისევ მდუმარედ ელის

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. დაღამების მიუხედავად, ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. ზღვა ხალხი ისევ მდუმარედ ელოდება პატრიარქთან გამომშვიდობებას.

მრავალსაათიანი ლოდინიც, ილია მეორემ მომავლის იმედად აქცია, რომ საქართველო უფრო ძლიერი გახდება. მისი გარდაცვალების წუთებიდან ყველას დატოვებული სიცარიელის შიში ჰქონდა, დღეს კი საქართველო ისეთი მშვიდია, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა. მისი ძალა ხალხში გადავიდა.

93 წლის ასაკში მიძინებულმა პატრიარქმა მთელი ქვეყანა გამოაღვიძა, ქართველებს თაობებით გადაცემული საუკეთესო თვისებები გაახსენა, ხოლო მსოფლიოს საქართველო ახლიდან აღმოაჩენინა. არასდროს არავის ჰქონია ასეთი დატირება. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მხოლოდ 3 მილიონ-ნახევარი ვართ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის მადლობის გადასახდელად მთელი საქართველო დაიძრა.

დღის ამბები