დღეს მატჩის დღეა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთში, ლეგანესის ბუტარკეს სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:45 დაიწყება.
მატჩის წინა დღეს ქართველმა მორაგბეებმა მასპინძელ სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს. შეხვედრამდე 48 საათით ადრე კი "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი