06 აგვისტო 2026,   14:31
ვრცლად
"ჩვენმა ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს ასეთი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეუთო იქნება ეს, ევროკავშირი, ვენეციის კომისია თუ სხვა" - ვატო შაქარიშვილი

ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს შეფასებები მოჰყვა თბილისში. პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, საქართველომ უნდა დატოვოს ასეთი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეუთო იქნება ეს, ევროკავშირი, ვენეციის კომისია თუ სხვა. 

"ჩვენმა ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს ასეთი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეუთო იქნება ეს, ევროკავშირი, ვენეციის კომისია თუ სხვა. საქართველოსგან ითხოვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯებს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სარწმუნოებაზე, ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებზე, ჩვენს სუვერენიტეტზე და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ აგენტურული ქსელი. ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნაც ამას ცხადყოფს, რომ მათი აღქმით და მათი პრიზმიდან, დემოკრატია არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მმართველობა, დემოკრატია, ეს არის ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ ვსვამთ კითხვას ხელისუფლების მიმართ, როგორ აპირებს ამ ვალდებულებების შესრულებას," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის, ამერიკული "ფარას" ანალოგის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები.

დღის ამბები