18 ივნისი 2026,   13:14
ვრცლად
"ევროკავშირის გულგრილობა და თანხმობა აშშ-ისრაელის აგრესიის წინაშე სხვა არაფერია, თუ არა თანამონაწილეობა" - ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი

"ევროკავშირის გულგრილობა და თანხმობა აშშ-ისა და ისრაელის აგრესიისა და სისასტიკის წინაშე სხვა არაფერია, თუ არა თანამონაწილეობა," - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ინფორმაციას politico ავრცელებს

მან ასევე გააზიარა ვიდეო, სადაც ბელგიელი მემარცხენე ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის და ამბობს: "თქვენგან უმეტესობა არა მხოლოდ არ გმობს, არამედ მხარსაც უჭერს ტრამპისა და ნეთანიაჰუს ომს ირანის წინააღმდეგ. თქვენს ბომბებს არასდროს მოუტანია დემოკრატია და არც მომავალში მოიტანს". 

politico წერს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის დამხობასთან დაკავშირებით "ცრემლები არ უნდა დაიღვაროს", ხოლო ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ისრაელის პრეზიდენტის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ განხორციელებული დარტყმები ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის შემდგომ რისკს ქმნის.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპაში, სამხედრო ქმედებების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი ესპანეთია, რომელიც გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს პოზიციებისგან განსხვავდება.

დღის ამბები