11 აგვისტო 2026,   21:34
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს. უინტერესოა დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს. მარტივი კოორდინაციაა ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვერ ახერხებენ

ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ საქართველოს ინტერესები. 

"რასა იუკნევიჩიანეს რაც შეეხება, აქ ობიექტურობაზე საუბარი სრულიად უადგილოა. ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს. 

არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები