გერმანიის სასამართლომ ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს დაავალა, უნგრეთში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები მკვლევრებს გადასცეს შესამოწმებლად.
POLITICO წერს, რომ ბერლინის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო უფლებადამცველი ჯგუფის, "დემოკრატიის საერთაშორისო რეპორტინგის" სასარგებლოდ, რომელიც არჩევნებში გავლენის მოხდენის კამპანიების მონიტორინგისა და დეზინფორმაციის კვლევის მიზნით მონაცემებზე წვდომას ითხოვდა.
სოციალური მედიის პლატფორმების შესახებ ევროკავშირის წესები – "ციფრული სერვისების შესახებ" კანონი ისეთ დიდ ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა X-ი, ავალდებულებს, გარე მკვლევრებს მონაცემებზე წვდომა მისცენ, რათა შეამოწმონ, როგორ უმკლავდებიან პლატფორმები რისკებს, მათ შორის, არჩევნებში ჩარევას.