05 აგვისტო 2026,   18:11
ვრცლად
საქართველო ბრიტანელი ბლოგერების ობიექტივში - ქვეყნის ზამთრის კურორტები საერთაშორისო ინფლუენსერების ყურადღების ცენტრშია

საქართველოს ზამთრის კურორტები საერთაშორისო ინფლუენსერების ყურადღების ცენტრშია. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცნობილ ბრიტანელ ბლოგერებსა და „Traverse Elite Mini Conference“ უმასპინძლა. ჯგუფის წევრებმა გუდაურში თხილამურებით ისრიალეს, ქართული კერძები დააგემოვნეს და გაეცნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც სამთო კურორტი დამსვენებლებს სთავაზობს.

გუდაურის შემდეგ ცნობილმა უცხოელმა ინფლუენსერებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს.სტუმრებმა საქართველოს შესახებ ბლოგები, ვიდეო რგოლები და სიუჟეტები მოამზადეს, რომელსაც მილიონობით გამომწერი სოციალურ ქსელებში გაეცნობა.

ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ციფრული პლატფორმების საშუალებით ტურისტული სეგმენტის მოზიდვაა.

ინფლუენსერების 20 კაციანმა ჯგუფმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თბილისი უკვე დატოვა. მათ მასალებს, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე ხელმისაწვდომია, მილიონობით ნახვა აქვს.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე. 

დღის ამბები