05 აგვისტო 2026,   18:10
ვრცლად
ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიციირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მის ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა.

პოლონური მედია წერს, რომ, ძებნილ ქართველთან ერთად, ოფიცრებმა მისი კიდევ სამი თანამემამულე დააკავეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები პოლონეთში მათი ყოფნის კანონიერებას ამოწმებენ.

დღის ამბები