ეგვიპტე – უძველესი ცივილიზაციის ადგილი. ადგილი ნილოსის სანაპიროზე, ჩრდილო–აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც ათასწლეულების ცოდნა და მისტიკური ისტორიები ინახება.
მსოფლიოს პირველ საოცრებად მიჩნეული პირამიდები ეგვიპტის ფარაონებისთვის აგებული ძვალშესალაგები იყო. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობისთვის ეგვიპტის პირამიდები ერთ–ერთ ყველაზე იდუმალ და შთამბეჭდავ ნაგებობებად რჩება.
დღეს შემორჩენილი ეგვიპტის 100–მდე პირამიდიდან ყველაზე გამორჩეული გიზის პირამიდებია. მათ შორის, ყველაზე დიდი ფარაონ ხეოფსის პირამიდაა. მისი აღმშენებელი იყო ხემიონი. ამ უზარმაზარ ნაგებობას გარშემო რომ შემოუაროთ, ფეხით კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ.
ლოდები, რომელიც პირამიდის ასაშენებლად გამოიყენეს, ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღეს უკვე ეს "პერანგი" აღარ არსებობს.
გადმოცემით ვიცით ისიც, რომ ძველმა ეგვიპტელებმა პირამიდები ყველანაირი სატვირთოებისა თუ შესაბამისი ტექნოლოგიის გარეშე ააგეს. თუმცა ამ უზარმაზარი ნაგებობის აშენებასთან დაკავშირებით დღემდე მაინც არაერთი იდუმალება და გამოგონილი ისტორია მოიტანა დრომ ჩვენამდე.
ერთ–ერთი ბოლო აღმოჩენა, რომელსაც მეცნიერების ერთმა ნაწილმა სენსაციურიც კი უწოდა, გიზის პირამიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურების არსებობაზე მიუთითებს. მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პირამიდები ადრე ენერგიის წყარო იყო, ზოგს კი არამიწიერი ცივილიზაციის ნახელავსაც აგონებს. იტალიელი მეცნიერების აღმოჩენას სოციალურ ქსელებსა და სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. დისკუსია თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბოლო კვლევის მიხედვით, პირამიდების ქვეშ, დიდ სიღრმეში, კუბის ფორმის ორი სტრუქტურაა, მათზე დამაგრებული 8 გიგანტური ცილინდრული სვეტით, რომელთაც გარშემო სპილენძის კიბეები მიუყვება. მათ ერთმანეთთან გეომეტრიული გასასვლელები აკავშირებთ.
იტალიელმა მეცნიერებმა მალევე მეორე, დაფარული ქალაქიც იპოვნეს და განცხადეს, რომ ხეფრენისა და მენკაურას პირამიდების ქვეშ უზარმაზარი ინფრასტრუქტურაა, წყალმომარაგების სისტემითა და მიწისქვეშა გვირაბებით. უზარმაზარი ნაგებები კი 38 000 ათასი წლით დაათარიღეს.
კვლევა, რომელმაც მსოფლიო აალაპრაკა მეცნიერებმა – ფილიპო ბიონდმა და კორადო მელანგამ ჩაატარეს. მელანგა უკვე ათწლეულზე მეტია რაც უცხოპლანეტებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს იკვლევს, ფილიპო ბიონდი კი სარადარო ტექნოლოგიების სპეციალისტია. მათ ამ უზარმაზარი სტურქტურების დასაფიქსირებლად სატელიტური მონაცემები და სინთეზური აპრატის რადარი გამოიყენეს, რომელიც 2 ან 3–განზომილებიანი გამოსახეულების მიღების საშუალებას მარტივად იძლევა. მისი მეშვეობით მიწისქვეშა ნაგებობების გამოკვლევა, შესაძლებელია რადიოტალღების დახმარებით, რომლებიც ამ არეალებს ანათებს.
კვლევის მიხედვით, პირამიდის მიწისქვეშა ზოლში აღმოჩენილია უზარამზარი სტრუქტურები, რომელიც 600 მეტრის სიღრმეში ეშვება.
რა იმალება პირამიდებსი ქვეშ 2 კილომეტრის სიღრმეში – ეს ახლა მეცნიერული შესწავლის საგანია. ახალი კვლევის თანახმად სვეტები პირამიდებზე ათჯერ დიდი გამოდის. მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ რომ ამ ადგილას წარღვნამდელი ცოდნა და ინფორმაციაც იმალებოდა.
აღმოჩენის სანდოობა და სისწორე სხვა მეცნიერებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. უფრო მეტიც, ამ საკითხს საამეცნიერო წრეებში დიდი კრიტიკაც მოჰყვა. ეს ამბავი ოფიციალურად არ გაჟღერებულა ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს, არც სიძველეების უამღლესი საბჭოს მხრიდან. თანამედროვეობის ერთ–ერთი ცნობილი ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი ამ მონაცმებს ყალბს უწოდებს და იტალიელ მეცნიერებს კვლევის მეთოდოლოგიასაც უწუნებს.
მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ დახვეწილი ინჟინერიის ქმნილებები ეგვიპტელებს არ აუშენებიათ. მათივე მოსაზრებით, შესაძლოა, ეს იყოს წარღვნამდელი ეპოქის ჩანაწერების დაკარგული დარბაზი.
პირამიდები შესაძლოა, მხოლოდ ფარაონების აკლდამა არ იყო. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ნაგებობების ქვეშ, შესაძლოა, მითიური ცოდნის დარბაზი იმალებოდა, ძველი ეგვიპტური ბიბლიოთეკა, რომელიც სამყაროს შესახებ განსაკუთრებულ ცოდნას ინახავდა.
უკვე წლებია არქეოლოგები "ქვიშის საიდუმლოს" ამოხსნაზე საუბრობენ.
103 წლის წინ, ფარაონ ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ, სპეკულაციებმა ძველ ეგვიპტეზე პიკს მიაღწია.
1990-იან წლებში, არქეოლოგმა რობერტ ბოვალმა განაცხადა, რომ დიდი პირამიდების ასტროლოგიური მნიშვნელობა გაშიფრა.
პროფესორმა ჩანდრა ვიქრამსაინგემ გამოთქვა ვარაუდი, რომ პირამიდები ასტეროდების ცვენისგან დამცავი თავშესაფრები იყო. მან იშვიათად ძვირფას ქვებზეც მიუთითა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში იყო გაბნეული - ქანის ფრაგმენტები შეიძლება, ასეტროიდის დაჯახების ნარჩენებიც ყოფილიყო. მისი მსჯელობით, თუ ადრეული ეგვიპტური ცივილიზაცია მეტეორების წვიმამ გაანადგურა, დამაჯერებელია, რომ ფარაონებმა წინასწარი ზომები მიიღეს და თავშესაფრები აიშენეს.
მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს მდინარე ნილოსის დიდი ხნის წინ დამარხული ტოტი, რომელიც ერთ დროს, 30-ზე მეტი პირამიდის გასწვრივ მიედინებოდა. ის ახლა უდაბნოს ქვიშის ქვეშაა ჩაფლული.
მეცნიერების ვარაუდით, სწორედ მდინარის არსებობამ განაირობა ის, თუ რატომ არის აგებული 31 პირამიდა ერთ ხაზზე, ძვ. წ. 4700 – 3700 წლის წინ, მდინარე ნილოსის ხეობაში, უდაბნოს ზოლზე. არქეოლოგიური გათხრებით მტკიცდება ის, რომ სწორედ სამდინარო არხებს იყენებდნენ გიგანტური სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისთვის.
ერთი თეორიის მიხედვით, ბლოკებს მიწაზე წინასწარ დაგებულ მორებზე ხის მარხილებით მიაგორებდნენ. როცა ბლოკების პირველ წყებას დააწყობდნენ, ტალახის აგურით, კირქვის ღორღითა და თიხით აკეთებდნენ ბაქნებს, რომელთა საშუალებითაც ბლოკები პირამიდის წვერზე აჰქონდათ. მეორე ვერსიის მიხედვით, ბლოკები სიმაღლეზე ხის ბერკეტებით აჰქონდათ.
არქეოლოგი რიჩარდ რედინგი – უძველესი ეგვიპტის კვლევის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საკუთარ კვლევაში რომელიც ჟურნალ Live Science–ში გამოაქვეყნა წერს, რომ მუშების დასახლებაში ჩატარებული გათხრებისას, მათ აღმოაჩინეს საყასბოები, ასევე ადგილი სადაც დაკლული ცხოველების ძვლები იყრებოდა, აღმოჩენილი ძვლების რაოდენობაზე დაყრდნობით, დადგინდა რომ ყოველდღიურად დაახლ. 1850 კგ. ხორცი და მინიმუმ 3-ჯერ მეტი რაოდენობის ბოსტნეული იხარჯებოდა მუშების კვებაში.
პირამიდების ისტორია დასაბამს იღებს დაახლოებით ძვ.წ. 2630 წლიდან, როცა ფარაონმა ჯოსერმა ახალი ტიპის განსასვენებლის აგება ბრძანა. ის უნდა ყოფილიყო უფრო დიდი, ვიდრე მიწისქვეშა სამარხები ან ტალახის აგურებისგან ნაშენი დაბალი და ბრტყელი მასტაბები, რომლებშიც ეგვიპტის მმართველთა უმრავლესობა იყო დაკრძალული.
ფარაონის განსასვენებელი მისი სასახლის ზუსტი ასლი უნდა ყოფილიყო.
ძველი ეგვიპტელების რწმენით, გარდაცვალება სხვა სამყაროში მოგზაურობის დასაწყისს ნიშნავდა და კარგად უნდა მომზადებულიყვნენ.
ფარაონის დასაკრძალავი კამერა და სათავსები მიწის ან ქვისგან იყო გამოკვეთილი.
ორი საუკუნის წინ, ბრიტანელი ასტრონომი, ჩარლზ პიაცი სმითი ამტკიცებდა, რომ ძველ ეგვიპტელთა წინასწარმეტყველებანი პირამიდებშია კოდირებული, რომლებიც მან ამოხსნა. მეცნიერთა ერთი ჯგუფის ვარაუდით, პირამიდები გიგანტური ობსერვატორიები იყო და არა სამარხები. ისინი იმასაც არ გამორიცხავენ, რომ პირამიდები უხსოვარ დროს გამქრალი სუპერცივილიზაციის (ისეთი, როგორიც იყო ატლანტიდა) ან გარე სამყაროდან, კოსმოსიდან მოსული ხალხის, უცხოპლანეტელების ქმნილებაა.
ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში ასოცირდებდა გიზის დიდ პირამიდებთან და ერთადერთ შემორჩენილ უძველეს საოცრებასთან.
მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, პირამიდები წარღვნამდელი ნაგებობებია. ხოლო, ამ მოსაზრებას მტკიცებულებად, მათ რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსი (330–395 წწ.) სიტყვები მოჰყავთ: «პირამიდის ქვეშ არსებობს ხვეული მიწისქვეშა დერეფნები, გალერეებით და როგორც ჰყვებიან, ეს ყველაფერი ძველი რელიგიის ადეპტებმა (ლათ. Adeptus – «ის, ვინც მიაღწია». ოკულტიზმში, ვინც მიაღწია ინიციაციის სტადიას და მაგისტრი გახდა ეზოთერული ფილოსოფიის მეცნიერებაში. რედ.) ააშენეს, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მოახლოებული წარღვნის შესახებ.
არაბი ისტორიკოსი და მოგზაური ალ-მასუდი (896–956 წწ.) კი წერდა, რომ მიწისქვეშა დერეფნები და ოთახები კლდის ქანებშია, გაზის კომპლექსის ქვეშ, დიდ სიღრმეზე გამოკვეთილი.
დაფარა თუ არა ქვიშამ პირამიდების საიდუმლო?! იქნება თუ არა დიდი აღმოჩენა დიდი საიდუმლოს მქონე ნაგებობებში?! ეს ახლა დრომ და მეცნიერებამ უნდა დაამტკიცოს.