არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პირველ თებერვალს გაგრძელდება. მედიის ინფორმაციით, ეს შეხვედრა 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდის გაგრძელება იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც 2 დღიანი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე იყო, ამბობს, რომ პროცესი ძალიან კონსტრუქციული იყო.
"დაიგეგმა, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას აბუ-დაბიში გაგრძელდება. პრეზიდენტი ტრამპი და მთელი მისი გუნდი მოწოდებულია, ამ ომში მშვიდობა დამყარდეს", - წერს უიტკოფი.
მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა დელეგაციები საკუთარი ქვეყნის ლიდერებს გააცნობენ დეტალებს და შეათანხმებენ მომდევნო ნაბიჯებს. მისივე თქმით, განისაზღვრა მომავალი შეხვედრისთვის საკითხების სიაც.