პრემიერის ინიციატივას დებატების სივრცის გახსნაზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან და არ გაურბიან დებატებს. უმრავლესობაში კი აღნიშნავენ, რომ უნდა დაბრუნდეს დებატები, ოღონდ ამისთვის აუცილებელია შესაბამისი მედია სტანდარტი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივას მიესალმება.
"უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ობიექტური მედიასაშუალებების წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა.
ჩვენ დებატებისთვის არასდროს გამოგვიცხადებია ბოიკოტი. დებატები, აუცილებლად შედგება იმ რესურსში, სადაც ობიექტური რესურსი მიეცემათ პოლიტიკოსებს, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან,"- აცხადებს მათიკაშვილი.