14 აგვისტო 2026,   14:33
ვრცლად
"ერთი რამ ფაქტია, რომ მსოფლიო დღის წესრიგი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული და რომელიც ფორმალურად მაინც იყო დაცული ზოგიერთ შემთხვევაში, დღეს ეს, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია" - ირაკლი ქადაგიშვილი

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. შათირიშვილი "დიფ სთეითის" რებრენგინგზე წერს და აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით ევროპა დასუსტდა, ევროკავშირში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, "დიფ სთეითს" კი დარჩა მხოლოდ ერთი - შტატებისა და ევროპის პარტნიორობის ჩამოშლა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მსოფლიო დღის წესრიგი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული, რომელიც ფორმალურად მაინც დაცული იყო ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში, დღეს ეს ფაქტობრივად, უგულებელყოფილია.

"ერთი რამ ფაქტია, რომ მსოფლიო დღის წესრიგი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული, რომელიც ფორმალურად მაინც დაცული იყო ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში, დღეს ეს ფაქტობრივად, უგულებელყოფილია. რაღაც მომენტებში ვხედავთ, რომ ასეთი ძალისხმევის გაწევა დიდი ძალების კოორდინაციის გარეშე შეუძლებელია, მხოლოდ ერთი, თუ გინდაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან. ფაქტია, რომ რაღაც გარკვეული ძალების და არა მხოლოდ ერთი ადამიანის, მათ ინტერესებშია ამ არსებული ვითარების კარდინალური და რადიკალური ცვლილება. ტრამპი ამბობს, რომ გრენლანდია თუ ამერიკამ არ მიიღო, გრენლანდიას დაეუფლება ჩინეთი და რუსეთი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა, იგივე ევროპისგან, რომ რუსეთი და ჩინეთი ემუქრება ევროპას დაპყრობით. ახლა იგივე ეს ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ გრენლანდიას არავითარი საფრთხე ჩინეთისგან და რუსეთისგან არ ელოდება." - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

 

დღის ამბები