13 აგვისტო 2026,   22:41
ვრცლად
ნორვეგიის პრემიერი ადასტურებს, რომ ტრამპისგან მიიღო წერილი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი გამოხატავდა პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა ქვეყანამ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ გადასცა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღო წერილი, რომელშიც ტრამპი გამოხატავდა პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა ქვეყანამ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ გადასცა.

ნორვეგიის პრემიერის თქმით, ნობელის პრემიას არა ნორვეგიის მთავრობა, არამედ ნობელის კომიტეტი გასცემს, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ აღარ სჯეროდა "მხოლოდ მშვიდობაზე" ფიქრის აუცილებლობის.

"იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია 8-ზე მეტი ომის შეჩერებისთვის, არ ვგრძნობ ვალდებულებას, ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე. ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის კარგი და სწორი შეერთებული შტატებისთვის", - აღნიშნულია წერილში.

დღის ამბები