13 აგვისტო 2026,   00:10
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთანებულ საამიროებში ვიზიტი დაიწყო

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთანებულ საამიროებში. აბუ-დაბის ალ ბათინის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი დახვდა.

ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, ასევე გამართავს შეხვედრებს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია პრემიერის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

დღის ამბები