11 აგვისტო 2026,   21:34
ვრცლად
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას" - საქართველოს პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიის კურორტზე, ახალი წლის ღამეს მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შვეიცარიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას - ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის ამ დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენს გვერდითაა", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სამძიმრის წერილში.

დღის ამბები