20 ივნისი 2026,   11:51
ვრცლად
"ტომიო ოკამურას მიერ უკრაინის შეურაცხმყოფელ განცხადებებს მის პირად პოზიციად მივიჩნევთ, რომელიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა" - ჩეხეთში უკრაინის ელჩი ქვეყნის პარლამენტის სპიკერს აკრიტიკებს

ჩეხეთის პარლამენტის სპიკერის განცხადებას, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება და იარაღი არ უნდა გაიგზავნოს "აბსოლუტურად უაზრო ომის მხარდასაჭერად", ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩი გამოეხმაურა, რომელმაც ტომიო ოკამურა პრორუსული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

უკრაინის ელჩმა, ვასილ ზვარვიჩმა, მკაცრად გააკრიტიკა ტომიო ოკამურას მიერ ახალი წლის მიმართვაში გაკეთებული განცხადებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკამურას სიტყვები რუსული პროპაგანდის გავლენით ჩამოყალიბებულ პოზიციაზე მიუთითებს.

"ტომიო ოკამურას მიერ უკრაინისა და უკრაინელების შესახებ საახალწლო მიმართვაში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და სიძულვილით სავსე განცხადებებს მის პირად პოზიციად მივიჩნევთ, რომელიც, ცხადია, რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა. სიტყვები, რომლებიც მან გამოიყენა ჩემი თანამოქალაქეების და უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით კი უკრაინის სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობის შესახებ, არის უღირსი და სრულიად მიუღებელი. ისინი ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ჩეხეთი ეყრდნობა, როგორც ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი", - აცხადებს უკრაინის ელჩი ჩეხეთში ვასილ ზვარვიჩი. 

დღის ამბები