ავიაკომპანია Wizz Air ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერულ რეისს შეასრულებს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ამაღამ განხორციელდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ავიაკომპანიის ინფორმაციით, ჩარტერული რეისი ათენიდან ქუთაისში 00:30 საათზე დაეშვება. რეისი სპეციალურად ორგანიზებულია ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით.