მსოფლიო პოლიტიკა, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სკანდალის წინაშე აღმოჩნდეს - რა ხდებოდა ჯეფრი ეფშტეინის წვეულებებზე და ვის სახელებს გამოააშკარავებს გამოძიების ბოლო ფაზა? გუშინ, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა, დონალდ ტრამპის ბრძანების თანახმად, ეფშტეინის საქმის მასალები გამოაქვეყნა, ახალი ფოტო და ვიდეო კადრები, ახალ და მძიმე კითხვებს აჩენს.
მასალებში ფიგურირებენ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, ბიზნესმენები და ცნობილი ფიგურები, მათ შორის, დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი, ბილ გეიტსი, მაიკლ ჯექსონი, მიკ ჯაგერი, დაიანა როსი და კიდევ ბევრი სხვა.
საქმე ეხება დახურულ წვეულებებსა და ელიტურ შეკრებებს, რომლებიც ხშირად ფინანსური ფორუმების, ქველმოქმედების ან მოდის ჩვენებების საფარქვეშ იმართებოდა. რეალურად კი, როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ხდებოდა არასრულწლოვანთა სისტემური ექსპლუატაცია, ძალადობა და შანტაჟი - დანაშაულები, რომელიც გავლენიანი კავშირების გამო წლების განმავლობაში გამოუძიებელი დარჩა.
ამ დროისთვის იუსტიციის სამინისტროს ხელთ არსებული მასალის მხოლოდ 10%-ია გასაჯაროებული, უახლოეს ორ კვირაში კიდევ ათასობით ფაილი გამოქვეყნდება.
რა საიდუმლოებები იმალება ეფშტეინის სამყაროში, ვინ იცოდა, ვინ მონაწილეობდა და ვინ უზრუნველყოფდა ამ ქსელის ხელშეუხებლობას? -"კურიერი P.S.-ის" სიუჟეტი.
ავტორი: ნათია ჩეხერია