გივი მიქანაძე ბუდაპეშტში უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა, თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და ერთობლივ ინიციატივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პროფესიულ კოლეჯებს შორის კავშირების გაფართოებას. მათ შორის, ქართველი მასწავლებლების სტაჟირებას უნგრეთში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.
"ორმხრივი შეხვედრების დროს, დავაყენეთ საკითხები, რომელიც ეხება პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლების ვიზიტს უნგრეთში. ამასთანავე, ვისაუბრეთ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებზე, ერთობლივი პროექტების დაფინანსებაზე სამეცნიერო წრეების მიერ და რაც მნიშვნელოვანია, სამინისტროების დონეზე შეიქმნება სამოქმედო ჯგუფი, რომელსაც ჩვენი მხრიდან მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს და ეს თანამშრომლობა ინტენსიური გახდება," - აცხადებს გივი მიქანაძე.