12 აგვისტო 2026,   22:15
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას - საქართველოს ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი "სერბეთის სასახლეში" უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია, მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან.

"ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად მიმართულია ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას, არამხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით, არამედ ეკონომიკური, კულტურის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ასევე, ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძემ.

დღის ამბები