13 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი ლიზ ტრასის განცხადებაზე: ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს საფრთხე

ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს საფრთხე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

ყაველაშვილის თქმით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის გაცხადებებში საქართველოსთვის ახალი არაფერია.

"ახალი და განსაცვიფრებელი იყო ის, რომ აქამდე მივიდნენ ყველასთვის სამაგალითო ქვეყნები, მათ შორის ისეთი, როგორიც ბრიტანეთია. ეს ადამიანიც, რომელსაც დიდი ინფორმაცია გააჩნია, ალბათ საკუთარი ქვეყნისთვის ფიქრობს და ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებებს", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის თავისუფალი სიტყვის კრიზისის შესახებ მისი შოუს მეორე ეპიზოდში საუბრობს.

დღის ამბები