აჭარის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს უკვე მეოთხედ სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი "აჭარული კინო-ამბები" გაიმართება, რომლის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაცია მოზარდებში.
ფესტივალი 2022 წელს დაფუძნდა და აერთიანებს ახალგაზრდებს რომლებიც ყველაზე მარტივი მოწყობილობებით გამოხატავენ უსაზღვრო კინემატოგრაფიულ იდეებს.
კულტურულმა წამოწყებამ დღემდე 15-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდას უმასპინძლა. ასაკობრივი კატეგორია: 13-29 წელია.
ფესტივალი ჩატარდება შუახევში, მაღალმთიან აჭარაში, 21-23 სექტემბერს.