2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 517 000 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5%-ით მეტია.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით ბოლო 6 თვეში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 22%-ით, ხოლო იმპორტი 2.4%-ით.
"ივლისის თვეში დაფიქსირდა თვის ახალი ისტორიული მაქსიმუმი ექსპორტის მიმართულებით, 792 მილიონი დოლარი ექსპორტის მაჩვენებელი ახალი ისტორიული მაქსიმუმია და 7 თვის მაჩვენებელიც წლის თვალსაზრისით არის ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 4 668 000 000 დოლარზე მეტი, რაც მიანიშნებს და აჩვენებს ნათლად და ცხადად, რომ საქართველო განვითარებას ძლიერი ტემპებით აგრძელებს, მაღალი ექსპორტის მაჩვენებელი ბუნებრივია საფუძველია ძლიერი ეკონომიკური ზრდის", - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.