11 აგვისტო 2026,   22:29
ვრცლად
მეთადონი და ფსიქოტროპული აბები - განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებები და დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

მეთადონი და ფსიქოტროპული აბები პოლიციამ ბოლო 24 საათში ამოიღო. ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობისაა. დანაშაულის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული. საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და აბაშაში ჩატარდა.

"კურიერის" ინფორმაციით, 42 წლის ოლექსანდრ სიროტიუკი უკრაინის მოქალაქეა. ის ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დააკავეს.

"კურიერის" ინფორმაციითვე, სიროუტიუკი პოლიცაიმ აბაშის რაიონის სოფელ გულიეკარში აიყვანა. ის ცენტრალურ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. სარეალიზაციოდ გამზადებული "მეთადონის" შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ახალგაზრდა მამაკაცს ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს, დაფასოებული ნარკოტიკი იპოვა პოლიციამ სპეციალურ სამალავშიც, მანქანის ძრავში.

"კურიერის" ინფორმაციით, ოლექსანდრ სიროტიუკი პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იმ დროს გადაამოწმა, როდესაც უკრაინის მოქალაქე "მეთადონის" სამალავებში დადებას გეგმავდა. ნივთმტკიცების სახით ჩხრეკისას ამოღებულია თანხაც.

უკრაინის მოქალაქის დაკავების შემდეგ, სამართალდამცველები სავარაუდოდო დანაშაულის ჩართული სხვა პირების კვალზეც მალე გავლენ.

გამოძიება ინტენსიურად გრძელდება ნარკოდანაშაულის კიდევ ერთ საქმეზე. ნარკოტიკის საქართველოში შემოტანისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციამ ირანის მოქალაქე დააკავა. 22 წლის ქალს გამოძიების ინფორმაციით, ხელბარგში ფსიქოტროპული ნივთიერებები ჰქონდა დამალული.

სოგანდ აბასის ჩანთის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა პრეგაბალინის შემცველი აბები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

საპოლიციო ღონისძიებებზე და ნარკოდანაშაულის აღკვეთილ ფაქტებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ალექსანდრე დარახველიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სამართალდამცველები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რომ ნარკოდანაშაულის კვალზე გავიდნენ და დამნაშავეები გამოავლინონ.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ირანის და უკრაინის მოქალაქეებს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

დღის ამბები