საზღვრებს მიღმიდან მოსული ანგარიში, რომელსაც არგუმენტები საზღვრებს მიღმა დარჩა. ორგანიზაცია, პრესის თავისუფლების ინდექსს აფასებს და საქართველოს, ბოლოდან მე-4 ადგილზე აყენებს. "რეპორტიორები საზღვრებს მიღმა", რომლის ინფორმაციის წყაროც არასამთავრობო ორგანიზაციები და უცნობი ავტორები არიან, ხელისუფლებისთვის არაობიექტურია. მიკერძოებულ ანგარიშს თბილისში ირონიით უპასუხეს. უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ქვეყანა პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს, სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს."
მმართველი გუნდი 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს, იმ დროს როცა სააკაშვილის მმართველობის დროს, მედია ტოტალურ კონტროლს ექვემდებარებოდა. აქცენტი კეთდება 2012 წლის შემდგომ გადადგმულ საკანონმდებლო ნაბიჯებზეც, რასაც მედია გარემოს გაუმჯობესება მოჰყვა. როცა ორგანიზაციებისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავს, ნიკა გვარამია კი მედია თავისუფლების უმაღლეს ნიშნულზეა აყვანილი, მმართველ გუნდს აღარაფერი უკვირს.
დუმილი, რომელიც ორგანიზაციის ფურცლებიდან 2012 წლამდე ისმოდა, უხერხულობას არ უქმნის ოპოზიციის. მეტიც, უჭირთ წარსულისა და აწმყოს შედარებაც. ფედერალისტების ლიდერი პარალელს, ვაშლებთან და ფორთოხლებთან ავლებს და არგუმენტად ინტერნეტის საკითხს ასახელებს.
ის ცინიზმი რაც, საზღვრებს შიგნით ოპოზიციამ დააკლო, სულ სხვა კონტინენტიდან არ დაიშურა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა. ორგანიზაციის ფოკუსში მოექცა შეერთებული შტატებიც. ქვეყანას მედია თავისუფლების ინდექსით, 57-ე ადგილი ერგო. მონაცემი ჯეი დი ვენსმა იქსზე გააზიარა და მანაც ირონიით დაწერა, რომ წყარო რეპორტიორები საზღვრების გარეშეა.
ევროკავშირი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანია- რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, რომელიც თავს დამოუკიდებელ ორგანიზაციად აცხადებს დაფინანსებას არაერთი წყაროდან იღებს. შემოსავლების 70% კი სწორედ ამ დონორებისგან მოდის.