საკანონმდებლო ორგანოში, ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, ისაუბრეს გამოწვევებზე, რაც არსებობს სკოლამდელ დაწესებულებებში და იმ 15 რეკომენდაციაზე, რომელიც კომიტეტის სხდომის ფარგლებში დამტკიცდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბაგა-ბაღებში პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება.