პანკისში, გარემოს დამცველებმა უკანონო ხის სახერხ საამქროს მიაგნეს. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში ჰქონდა დამონტაჟებული.
მიმდებარე ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 6 კუბური მეტრის მოცულობის წიფლის ფიცრები. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი.