"ჯადოსნური დღეები" დირსში - დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიება ამჯერად "დირსის" დასახლებაში შედგა.
სპეციალურად მოზარდებისთვის გათვლილი მრავალფეროვანი ინტერაქციული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით იყო დატვირთული მთელი დღე. პროექტი 22 ნოემბერს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით ათ ადგილზე უკვე ჩატარდა.