"ბრომობენზილ ციანიდი" იგივე "კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებით დაადგინა, რომ 2024 წლის 4-5დეკემბრის ღამეს, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.
ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთი საათის წინ ჩატარდა. უწყება აცხადებს, რომ მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს".
თემაზე უკვე კეთდება პოლიტიკური შეფასებები:
"BBC-იმ საკუთარი საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ჩვენ სუს-ის ბრიფინგით არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, ეს არის დანაშაულის დაფარვის მცდელობა," - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა.