პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება.
შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მორიგი ოპერაცია „ მელოტი თუთიყუში“ სამარცხვინოდ დასრულდა.
"სამარცხვინოდ დამთავრდა ცნობილი სპეცსამსახურის ოპერაცია ,,მელოტი თუთიყუში". რომანის წერას ვიწყებ-ჯეიმს ბონდიდან ინგა გრიგოლიამდე.“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", გამხსნელად კი გამოიყენეს "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი, რომელთაგან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.