ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მერმა და ახალგაზრდებმა ერთობლივად იმსჯელეს სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაზე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტისგან მუდმივი მხარდაჭერა ექნებათ.