13 აგვისტო 2026,   22:41
ვრცლად
"ძაღლი არ მივიდა პატრონთან, თუთიყუშს ბუმბული და ხეებს ფოთლები რომ დასცვივდა, თურმე, ეს არის სერიოზული არგუმენტი, რომ წყალში აკრძალული ნივთიერება იყო" - ნინო წილოსანი BBC-ის მასალაზე

BBC-ის ფილმზე დაწყებული გამოძების ფარგლებში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. ინფორმაცია "კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ში ასევე გამოიკითხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი.

ბრალდებები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. პრემიერ-მინისტრის თქმით "ბიბისის" ინფორმაცია აბსოლუტური აბსურდი და სპეცსამსახურების ხელწერით მოგონილი ტყუილია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა BBC-ის მასალის გამოქვეყნების შემდეგ გაჟღერებული არგუმენტები შეაფასა.

"გახარიას არაკომპეტენტური ჯგუფი, რომელიც პარლამენტში საქმიანობს, ნამდვილად არ მიმაჩნია იმაზე უფრო მაღალ სარწმუნო წყაროდ, ვიდრე საგამოძიებო უწყებები. შეუძლიათ, რომ ააგორონ ბინძური კამპანია "ბიბისის" მეშვეობით, თუმცა აქ ადგილზე ჰყავთ მოკავშირეები და სექტანტები, რომლებსაც ერთადერთი დამადასტურებელი აქვთ ის, რომ ძაღლი არ მივიდა პატრონთან და არ მოეფერა, თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა და ხეებს რომ ფოთლები დასცვივდა, თურმე, ეს არის სერიოზული არგუმენტი იმისა, რომ წყალში აკრძალული ნივთიერება იყო გარეული. რაც უფრო მეტად იმუშავებს გამოძიება, საზოგადოება მით უფრო დარწმუნდება, რომ ეს იყო სამწუხაროდ, BBC-ის მხრიდან აგორებული სერიოზული ანტიქართული კამპანია", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები