გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად შეუერთდა ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას. "ჯანსაღი ნიადაგი-ჯანსაღი ქალაქებისთვის" - ასეთია 2025 წლის ნიადაგის მსოფლიო დღის გზავნილი.
აგრარულ და სამეცნიერო სფეროში მოღვაწე მკვლევრებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს გადაეცათ აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ ფოტოკონკურსის "ნიადაგი ურბანულ ქალაქებში" გამარჯვებულები. ნიადაგის მსოფლიო დღე 5 დეკემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, 2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.