11 აგვისტო 2026,   23:18
ვრცლად
ყველაზე მავნე და აგრესიული ნივთიერება - რა არის ქიმიური ნივთიერება "კამიტი", რომლის შესახებაც BBC საუბრობს?

რა არის ქიმიური ნივთიერება "კამიტი", რომლის შესახებაც BBC საუბრობს? "კამიტი" იგივე "ბრომო ბენზილ ციანიდია", რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიყენებოდა, ითვლება ყველაზე მავნე და აგრესიულ ნივთიერებად. "ბრომო ბენზილ ციანიდს" მოიხსენიებენ, როგორც ქიმიურ იარაღს-ცრემლმდენი ეფექტით.

"კამიტის" ჩასუნთქვისას, ვითარდება სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება, თვალების წვა, მწვავე ინტოქსიკაცია, სუნთქვის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა. უკიდურეს შემთხვევაში - კომა და გარდაცვალება.

არსებობს მონაცემები, რომ აღნიშნული ნივთიერება გამოიყენეს პირველ მსოფლიო ომში. ციანიდის ქიმიური იარაღით გამოწვეული მასობრივი მსხვერპლი დაფიქსირდა ირან-ერაყის ომის დროს და ერაყის მიერ ქურთების ამბოხის ჩახშობის დროს.

დღის ამბები