ნეიტრალიტეტი, როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის გარანტი - ამ მოტივით დაფუძნდა პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო". აღმასრულებელ მდივნად დელეგატებმა ვატო შაქარიშვილი აირჩიეს. პარტიის პოლიტიკურ მიზნებსა და ხედვებზე სწორედ შაქარიშვილმა ისაუბრა.
ახლად დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის პირველი გეგმა ხელისუფლების კონსტრუქციული ოპონირება და საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება იქნება.
"ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკური და საერთაშორისო მდივანი, ბიძინა გიორგობიანი ამბობს, რომ პარტიის მიზანი საზოგადოებაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, სხვა ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობა იქნება.
პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიზნებს შორის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება.
პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ხედვების გასაცნობად, ყრილობას, სხვადასხვა სფეროს და ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრებად ვატო შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი აირჩიეს.