20 აგვისტო 2026,   16:42
ვრცლად
სპორტსმენი იმის სპორტსმენია, რომელიც საკუთარი მიღწევებით უნდა ამაყობდეს და არა იმით, ვინ არის ხელისუფლებაში - გიორგი შარაშიძე შერმადინზე

ლიბერალური ფაშიზმი და ბულინგი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გიორგი შერმადინის გამოსამშვიდობებელი სიტყვის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე.

ქართველმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრს გადაუხადა, რასაც დარბაზში რამდენიმე პირის მხრიდან შეძახილი, სოციალურ ქსელებში კი ბულინგი მოყვა.

კრიტიკას ოპოზიციის ნაწილი ლეგიტიმურად მიიჩნევს, "ქართული ოცნება" კი მათ რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ სპორტსმენი საკუთარი მიღწევებით უნდა ამაყობდეს და არა იმით, ვინ არის ხელისუფლებაში.

"სპორტსმენი იმის სპორტსმენია, რომ საკუთარი მიღწევებით უნდა ამაყობდეს და არა იმით, ვინ არის ხელისუფლებაში. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, არცერთ პოლიტიკოსს არანაირ მადლობას არ გადავუხდიდი... ამის გამო ასევე ბულინგის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს," - აცხადებს შარაშიძე.

დღის ამბები