ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ბერი გაბრიელის სახელობის ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი "ჩვენ დავბრუნდებით" 10 წლისაა.
თარიღთან დაკავშირებით, გაიმართა საიუბილეო წვეულება, რომელსაც, ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ჰოლანდიასა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ.
ანტვერპენში მოქმედი ლიტერატურული თეატრისა და სკოლის ეროვნულ მნიშვნელობაზე, ნიდერლანდების და ბელგიის სამეფოების ელჩებმა, ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენლებმა და ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა ისაუბრეს.
საიუბილეო წვეულებაზე სკოლისა და თეატრის დამფუძნებელმა, მანანა ხორბალაძემ გასული 10 წლის შემოქმედება, წიგნის სახით წარუდგინა მოწვეულ სტუმრებს. მაყურებელმა კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი-სპექტაკლი "ოთარაანთ ქვრივი" იხილა, რომლის ინსცენირება მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის.