13 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, "ჰერკულესის" კატასტროფის ადგილზე, ძებნა-შველის ოპერაციის დროს, დაღუპულების ცხედრები იპოვეს

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის, "ჰერკულესის" კატასტროფის ადგილზე, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ იპოვეს დაღუპულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კატასტროფის ადგილზე გაზრდილია ძებნა-შველის ოპერაციის არეალი. ადგილზე რჩებიან საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

დღის ამბები