19 ივნისი 2026,   10:32
ვრცლად
"გრემის" ნომინანტების სია დასახელდა

"გრემის" 68-ე დაჯილდოების ცერემონიის მთავარი გმირი კვლავ კენდრიკ ლამარია. გასული წლის ტრიუმფატორი 9 კატეგორიაშია წარდგენილი - მათ შორის "წლის ჩანაწერი", "წლის სიმღერა" და "წლის ალბომი". მისი ახალი ალბომი "GNX" და ჰიტი "Luther" ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად უკვე მიჩნეულია.

"წლის საუკეთესო ჩანაწერის" ნომინაციაში ლამარს კონკურენციას ბად ბანი, საბრინა კარპენტერი, დოუჩი, ბილი აილიში, შაპელ როუნი, ბრუნო მარსი და ლედი გაგა გაუწევენ. ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს 7 ნომინაციით მიჰყვება და კარიერაში ახალ რეკოდს ამყარებს სწორედ ლედი გაგა.

ექვს-ექვს ნომინაციაში ბედ ბანი, ლეონ თომასი და საბრინა კარპენტერი წარადგინეს. დოჩის. ტეილერის, ქრიეითორისა და SZA-ს ხუთ-ხუთი ნომინაცია შეხვდათ.

ნომინაციების გამოცხადებას თან მოულოდნელობები ახლდა, განსაკუთრებით, ახალბედა არტისტებისთვის.

გასულ წელს "საუკეთესო ახალი არტისტის" კაგეტორიაში გამარჯვება შაპელ როუნს ერგო, წელს კი, სწორედ მან დაასახელა 8 ნომინანტი.

ახალბედა არტისტის ლეონ ტომასის 6 ნომინაცია სიურპრიზი აღმოჩნდა მსმენელისთვისაც, მით უფრო მაშინ, როცა ისეთ ვარსკვლავებს გაუთანაბრდა, როგორებიც საბრინა კარპენტერი და ბად ბანი არიან.

ბად ბანისთვის ეს წარმატება განსაკუთრებით სიმბოლურია, წლების განმავლობაში ლათინური მუსიკა "გრემის" მიღმა რჩებოდა, თუმცა წელს ეს ტენდენცია შეიცვალა. ბად ბანი 3 უმთავრეს ნომინაციაშია წარდგენილი.

"გრემის" 68-ე ნიმინატთა სია ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მუსიკალური აქტივობების მიხედვით შედგა. ვინ გახდება ოქროს გრამაფონის მფლობელი 2026 წლის 1 თებერვალს, ლოს ანჯელესში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდება.

დღის ამბები