14 აგვისტო 2026,   14:32
ვრცლად
ჩვენ თუ რამე საერთაშორისო ვიზიტი გვქონია, ყველა ვიზიტზე მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ უნდა დაემუქროს - ვიკა ფილფანი

ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში ითხოვს. "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში მსჯელობენ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ვიზების დაწესებაზე, თუმცა ოპოზიცია მათ არწმუნებს, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი უშედეგო იქნება.

"პრაიმ-ტაიმის" ცნობით, ევრობიუროკრატებისთვის ეს საპირისპირო არგუმენტია, რადგან ისინი თვლიან, რომ თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც, მოქალაქეები ხელისუფლებას არ შეცვლიან, მაშინ ევროპიდან იძულებულები იქნებიან, მოქმედ ხელისუფლებას ესაუბრონ.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

"არც ერთი წამით არ მიგვიღია ჩვენს თავზე ეს, რადგან ჩვენ ვემიჯნებით ამას უკვე ერთ წელზე მეტია და ჩვენ თუ რამე საერთაშორისო ვიზიტი გვქონია, ყველა ვიზიტზე მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება და ის უნდა ყოს ხელშეუხებელი, ის უნდა დარჩეს ხალხს. ვინც ამას აკეთებს, ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

დღის ამბები