11 აგვისტო 2026,   21:25
ვრცლად
"თბილისი ენერჯი" - დიღომში, გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდება

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დიღომში გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო 5000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 1-ელი ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე.

"ქსელის რეკონსტრუქციის გამო გაზის მიწოდება შეუწყდება: დიდი დიღომი III მიკრორაიონში, ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ მდებარე შპს "სამშენებლო კომპანია ალფა დეველოპმენტი"-ს, დიდ დიღომში - მირიან მეფის ქ. 8, 8კ, 20-ში მდებარე შპს "ლუმაქ ჯგუფი"-ს, მირიან მეფის ქ. 96, სოფ. დიღომი, ნაკვ. 753-ში მდებარე შპს "ახალი თბილისის"-ს, სოფ. დიღომი, 2-ში მდებარე შპს "ახალი თბილისი 2015"-ის, სოფ. დიღომში - თინათინის ქ. 2-ში მდებარე შპს "დიღომი+"-ის, თინათინის ქ. 3-ში მდებარე შპს "ალდა ჯგუფი"-ს, ასევე თინათინის ქ. 4, 5, 8, 11, ვეფხისტყაოსნის ქ. 27, 40, 48, 54-3, 64, 90 მისამართებზე მდებარე მრავალ საცხოვრებელ კორპუსსა და კომპანიას.

ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება ავთანდილის, ტარიელის, დავარის, ფატმანის, ასმათის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, რამაზის, უსენისა და ერედვის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და კომპანიებს, მათ შორის: შპს "უნივერსალი"-ს, შპს "დიღომი ჰაუსი"-ს, შპს "პრემიუმ ჰაუსი"-ს, შპს "ლ ჯგუფი"-ს, შპს "დიჯი დეველოპერი"-ს, შპს "ბადი ჯგუფი"-ს, შპს "ბაზიტი"-ს, შპს "მწვანე სახლი"-ს, შპს "ბრაუნი"-ს, შპს "კრეატივ ქონსთრაქშენი"-ს, შპს "ემდიემ"-ს, შპს "სოლიდ ბილდინგი"-ს, შპს "ქოზიმ ჰოუმ თბილისი"-ს, შპს "ფუძნარი"-ს, შპს "ელესჯი"-ს, შპს "კოლოსი დიღომი"-ს, შპს "ოქროს ხანა"-ს, შპს "სტატუს დეველოპმენტი"-ს, შპს "ბესტ ბილდინგი"-ს, შპს "კ სამი"-ს, შპს "დიდი დიღომი"-ს, შპს "ქართულ-უკრაინული სამშენებლო ჯგუფის"-ს, შპს "ენ ჯი კონსტრაქშენი"-ს, შპს "ბილდერ გრუპი"-ს, შპს "სტატუსი"-ს და სხვა."

დამატებით, გაზის მიწოდება დროებით შეწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებსა და დაწესებულებებსაც, მათ შორის: შპს "გურმე"-ს, შპს "ლუკა M"-ს, შპს "აისს", შპს "ნეოკონს", შპს "ეს კა იმპექსს", თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურ ეკლესიას, შპს "თიბისი ფეი"-ს, შპს "ფემილი 1"-ს (საბავშვო ბაგა-ბაღი), შპს "მუხიანს", შპს "იმედის კლინიკას" და სხვებს.

"თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

"თუ იგრძენით გაზის სუნი, დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი - +995 32 2404004; სწრაფი რეაგირების სამსახური - 114", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები