19 ივნისი 2026,   09:14
ვრცლად
მოლდოვა ახალ პარლამენტს ირჩევს - შეინარჩუნებს თუ არა მაია სანდუს პარტია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას

მოლდოვა ახალ პარლამენტს ირჩევს - საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 21:00 საათზე დაიხურება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა მაია სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას. მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი "პატრიოტული ბლოკია," რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

მაია სანდუ პირდაპირ ამბობს, რომ მის გარეშე მოლდოვას ევროპულ მომავალს პერსპექტივა არ აქვს. იგორ დოდონი კი ფიქრობს, რომ მოლდოვამ უნდა ისარგებლოს, როგორც ევროპისგან, ასევე, რუსეთისგან. ძალები თანაბარია, სოციოლოგიურ გამოკითხვებში, რომელიც არჩევნებამდე მოლდოვაში აქტიურად ტარდებოდა, ხან სანდუ იგებდა, ხან კი კონკურენტი დოდონი.

მოლდოვაში პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორ პარტიას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება შეუზღუდეს, არაერთ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით კი, 100-მდე ადამიანი დააკავეს. ნაპოვნია სტამბაც, სადაც წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები აღმოაჩინეს. დადგენილია ისიც, რომ ქვეყანაში ე.წ. კარუსელის დატრიალება იგეგმებოდა.

მოლდოვაში მიმდინარე არჩევნებს "კურიერის" გადამღები ჯგუფი აშუქებს.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

 
 

 

 

დღის ამბები