ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეცხრამეტე პაკეტი მიიღო. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპულ ბაზრებზე აიკრძალება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი.
სანქციები დაუწესდა ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს, ენერგო გიგანტებს "როს-ნეფტს“ და "გაზ-პრომ-ნეფტს“.
ევროკომისიის სამიზნე გახდა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობ ქიმიური კომპანიები მესამე ქვეყნებშიც. ევროკომისიის ინფორმაციით, ამ დრომდე, რუსული გაზის იმპორტს ევროკავშირის რვა ქვეყანა ახორციელებს, ეს ქვეყნებია: ბელგია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვაკეთი და ესპანეთი.