ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. დარტყმებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 83 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
ისრაელის არმია ქალაქ ღაზას ნაწილობრივ აკონტროლებს, მოსახლეობას ტერიტორიიდან ევაკუაციისკენ ამ დრომდე მოუწოდებენ, სხვადასხვა ცნობით, "ცახალის" სახმელეთო ოპერაციის გამო, კონფლიქტის ზონა უკვე დატოვა 400 000 ადამიანმა.